სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველო, თბილისი - 16:35 | 05.05.2020
ნანახია: 519

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა დირექტორმა, იენს სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ნატო-ს გენერალურ დირექტორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

'საუბრისას განიხილეს პანდემიით შექმნილი რთული ვითარება და ნატოს გენერალურ მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას ეფექტიანი უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე