ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 18:13 | 28.04.2020
ნანახია: 653

28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2014 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.2044 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.30 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4822 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4790 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4578 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.0001 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 აპრილიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე