„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 16:14 | 27.04.2020 ნანახია: 611ვირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს როგორც პროდუქციის შეძენის, ასევე ავტოსერვისის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მომსახურება უსაფრთხოდ.
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს სასურველი პროდუქცია შეიძინონ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით shop.tegetamotors.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გაქვთ შეუკვეთოთ.
ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ "თეგეტა კომფორტის" მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე.
"თეგეტა კომფორტის" ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას.
კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი, აღსანიშნავია რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. დამატებით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის "თეგეტადან" გამოსული ავტომობილი გადის სრულ დეზინფექციას.
"თეგეტა კომფორტი" აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება - გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება - თეგეტას პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას და მონტაჟს; ავტომობილის ჩანაცვლება - სერვისით სარგებლობისას შეგიძლიათ იქირაოთ ალტერნატიული ავტომობილი, ვიდრე თქვენი შეკეთდება; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი დაზიანდა, თქვენ კი მის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ ან უბრალოდ არ იცით როგორ შეცვალოთ, გამოიძახეთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თეგეტას ევაკუატორის 24 საათიანი მომსახურებით.
"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის ნაწილების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. თეგეტა მოტორსი გახლავთ პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან: Bridgestone, Shell, Varta, ATE და Bosch.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "თეგეტა მოტორსის" ცხელ ხაზზე 226 44 44 ან ეწვიეთ ვებსაიტს tegetamotors.ge
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა