თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ იმდენად კარგია მთავრობის დღევანდელი შეთავაზება, რომ საარჩევნოდ გამოდგება, ე.ი. საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია - ივანე მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 19:24 | 24.04.2020
ნანახია: 649

თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ იმდენად კარგია შეთავაზებაა, რომ საარჩევნოდ გამოდგება, ე.ი. საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია და თუ არ გვყოფნის, ე.ი. საარჩევნოდ დამაზიანებელი ყოფილა და არჩევნებთან არ ჰქონია კავშირი. ასე რომ, ეს ორი საკითხი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩნელებისთვის 200-ლარიანი დახმარება, ბუნებრივია, სრულად ვერ აანაზღაურებს იმ შემოსავალს, რაც დაიკარგა და ეს არის საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხა.
„200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად, იმიტომ, რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, არსებული შესაძლობებიდან გამომდინარე ქვეყანამ მაქსიმალური მსხვილი საერთაშორისო ფინანსური რესურსის მოზიდვა და დახმარების პაკეტის შეთავაზება შეძლო.
„ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით, ჩვენ საკმოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს, იმის ფონზე რა ტიპის ეკონომიკაც და რა შესაძლებლობებიც გვაქვს,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე