ლაგოდეხის მოსახლეობა მომავალი კვირიდან კიტრის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას შეძლებს

საქართველო, თბილისი - 17:40 | 23.04.2020
ნანახია: 942

ლაგოდეხის მოსახლეობა მომავალი კვირიდან კიტრის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას შეძლებს. კახეთის მხარეში სახელმიწფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით საბითუმო ბაზარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გაიხსნება და ადგილობრივებს მოსავლის გაყიდვის საშუალება ექნებათ.

ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ და სიახლის შესახებ აცნობეს.

ფერმერებს ასევე საშუალება აქვთ, მუნიციპალიტეტებში პროდუქტის გადატანის მიზნით საშვები ყოველდღიურ რეჟიმში მიიღონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე