პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი

საქართველო, თბილისი - 14:55 | 21.04.2020
ნანახია: 689

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
1972 წელს დაბადებული ა.ს., მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე