მომავალი კვირიდან პრიორიტეტულად დავიწყებთ ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმებას - ნათია თურნავა

საქართველო, თბილისი - 20:05 | 17.04.2020
ნანახია: 751

მომავალი კვირიდან დაიწყება იმ კომპანიების შემოწმება, რომლებიც ონლაინ ვაჭრობას ეწევიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგი და შემოწმება იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს სექტორი უფრო სწრაფად და ხარისხიანად მომზადებულ შეხვდეს იმ მომენტს, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქმედებას.

"იმ მომენტისთვის, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვასა და ამოქმედებას, „ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ კვირაში, ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი იმ მომენტისთვის, როდესაც ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და მათ ექნებათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე