„ტვინს ტყ..ავთ“ - სტეფანე მღებრიშვილი მომღერლებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 16:06 | 05.01.2016
ნანახია: 2457

წინასაახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით ქართულ შოუბიზნესში ყოველთვის დიდი განხეთქილებაა. ბევრს გული სწყდება იმაზე, რომ ისინი თავისუფლების მოედანზე გამართულ გალა-კონცერტზე ვერ ხვდებიან და უკმაყოფილობას სხვადასხვა სახით და ფორმით გამოხატავენ. მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი კი ქართველი მომღერკლების იმ ნაწილს მიმართავს, რომლებიც ხელისუფლების  მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე ვერ მოხვდნენ.

„იცი რაზე ვბრაზდები... ამ სფეროში რამდენი წელი ვარსებობ, ჩემზე უკეთ იცით ... რა აღარ გამიკეთებია როგორც მუსიკოსს, როგორც პროდიუსერს... ისე, რომ ამაში MTV, BBC, SKY, CNN, RAI და კიდევ ვერ ვიხსენებ ეხლა... ბოლო ბოლო პუტინის პრეს მდივანმა პირდაპირ ეთერში ჩემზე ილაპარაკა. ასევე გამიმართლა და ევროპის საუკეთესო, მსოფლიოში ცნობილ კლუბებში მქონია გამოსვლები 3G-თან ერთად...
ხო და პრეტენზია ნოლი მაქვს, ნოლი! თუ ვინმე არ დამიძახებს სადმე...
გემოვნებაზე არ დაობენ და ეს მხოლოდ ორგანიზატორის გემოვნების საკითხია. რაღაც ტილიან კონკურს ესემესებით იგებთ, ან ვერც იგებთ და მერე ტვინს ტყ..ავთ თუ როგორ გაგიბედეს და არ დაგიძახეს.
პ.ს: ტვინი კი არ უნდა მო..ყნათ, საქმე უნდა გააკეთოთ და თავი მოაწონოთ სხვებს... იქნებ დაგიძახონ“, - წერს მომღერალი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე