8 იანვარს ელდარ რიაზანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:38 | 05.01.2016
ნანახია: 1825

8 იანვარს, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება გამოჩენილი რეჟისორის ელდარ რიაზანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

რეჟისორს გაიხსენებენ მისი მეგობრები და კოლეგები ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და სხვ. სიმღერებს მისი კონოფილმებიდან შეასრულებს ირმა სოხაძე. გაჟღერდება რიაზანოვის უცნობი ლექსები.

საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება ელდარ რიაზანოვის ერთერთი უკანასკნელი ფილმი - „საძინებლის გასაღები“ (მთავარ როლებში - სერგეი მაკოვეცკი, სერგეი ბეზრუკოვი, ნიკოლაი ფომენკო).

პროექტრის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ”რუსული კლუბი”.

ელდარ რიაზანოვი - საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პოეტი, სსრკ სახალხო არტისტი. 1950 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. გადაიღო 50-მდე ფილმი, რომელთაგან თითქმის ყველა კინოკლასიკად არის აღიარებული.

ესენია "საკარნავალო ღამე (1956), "უფრთხილდი ავტომობილს", "წარმატების ზიგზაგი", "იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში", "ბედის ირონია, ანუ გაამოთ", "სამსახურებრივი რომანი", "ავტოფარეხი", "აღთქმული ზეცა" და მისი ბოლო ნამუშევარია "ანდერსენი: სიცოცხლე უსიყვარულოდ". 

ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა 2015 წლის 30 ნოემბერს მოსკოვში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე