გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართვას

საქართველო, თბილისი - 12:11 | 26.09.2015
ნანახია: 1779

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგრეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართვას.

მინისტრი პირველ სამუშაო დღეს შეხვდა პორტუგალიის, ყირგიზეთის, განას, ნიგერიის, სიერა-ლეონის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ხელი მოეწერა განასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვდრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და პორტუგალიის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პორტუგალიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ყირგიზ კოლეგას ერლან აბდულდაიევს. შეხვედრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.

2014 წლის 25 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა ასევე ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ დირექტორთან კრისტიან ბახთან. დაისახა ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის გზები. მინისტრი ასევე შეხვდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯეფრი ფელტმანს. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტებზე. განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე