პატრიარქმა, ქვეყნის კეთილდღეობისთვის, სრულიად საქართველოს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 09:13 | 21.09.2015
ნანახია: 2170

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ქვეყნის კეთილდღეობისთვის, სრულიად საქართველოს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდა.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

პატრიარ ი მორწმუნეებს მოუწოდებს, აანთონ სანთელი და სამჯერ თქვან შემდეგი ლოცვა:
"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!".

ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე.

„მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე