აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 473 ათასამდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 21:21 | 10.04.2020
ნანახია: 503

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 470 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.  გარდაცვლილია 17 800-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისი მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირებულია 473 ათასი ადამიანი. დაიღუპა 17 836 პაციენტი.  

აშშ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ პირველ ადგილზეა. გარდაცვლილთა რაოდენობით კი იტალიის მონაცემებს მიუახლოვდა, სადაც დაღუპულია 18 ათასზე მეტი ადამიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე