ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 980 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 20:45 | 10.04.2020
ნანახია: 671

ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 980 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რაოდენობა უკვე 9 ათასს მიაუხლოვდა. კლინიკებში დაავადებას 19 304 ინფიცირებული ებრძვის. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკომმა განაცხადა.  

მისი თქმით,ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდნობა 8 958-ს შეადგენს. ახალი ინფიცირების შემთხვევებმა ბოლო 24 საათში 5 706-ს მიაღწია, საერთო ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 70 ათასს აჭარბებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე