ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7 844-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 20:04 | 10.04.2020
ნანახია: 516

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 777-ით გაიზარდა და 7 844-ს მიაღწია. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნიუ იორკის შტატი აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს.

 „ჩვენ ისევ სოცოცხლის კოლოსალურ რაოდენობას ვკარგავთ, დავკარგეთ 777 ადამიანი“, - განაცხადა კუომომ. მისი თქმით შტატში საერთო ჯამში 7 844 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 622 167 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 97 264 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 365 250 მოქალაქე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე