ლენტეხის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 19:08 | 10.04.2020
ნანახია: 477

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი ცხადდება.

განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაააკეთა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ისინი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს. ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.

ამ დროისთვის მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე