წელს აღდგომის წირვაზე ვერ მივალ, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 19:11 | 09.04.2020
ნანახია: 790

წელს აღდგომის წირვაზე ვერ მივალ, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

"სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი - აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე