ჩვენი ძირითადი ამოცანაა მოქალაქის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე- გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 14:57 | 09.04.2020
ნანახია: 708

რამდენჯერმე გავეცი ამ კითხვაზე პასუხი და აღარ გავცემ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ეხებოდა, შედგა თუ არა კომპრომის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რათა დაცული იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა და თითოეული მთავრობის წარმომადგენელი იმოქმედებს ამ მიზნის მისაღწევად და რა თქმა უნდა, ყველასთან ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე