თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 34 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 21:58 | 07.04.2020
ნანახია: 726

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34 109-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 725 პაციენტი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

„დღეს ჩატარდა 20 023 ტესტი, გამოვლინდა ახალი 3 892 შემხთვევა, სულ ინფიცირებულია 34 109 ადამიანი, დღეს დავკარგეთ 76 პაციენტი, ჯამში გარდაცვლილია 725. დღეს გამოჯანმრთელდა 256 ადამიანი, სულ 1582 ადამიანი“, - დაწერა ქოჯამ  მიკრობლოგ Twitter-ზე.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 390 511-ს მიაღწია, გარდაცვლილია 79 091 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე