ოპრა უინფრი ამერიკელებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 10 მლნ დოლარით დაეხმარება

საქართველო, თბილისი - 15:32 | 03.04.2020
ნანახია: 738

ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი აცხადებს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო შეერთებული შტატების მოქალქეებს 10 მლნ დოლარით დაეხმარება.

 „მე ვწირავ 10 მლნ დოლარს იმისთვის, რომ დავეხმარო პანდემიის დროს ამერიკელებს ქვეყნის ყველა ქალაქში და იქ, სადაც გავიზარდე“, - დაწერა ტელეწამყვანმა Instagram-ზე.

მისი თქმით, ერთი მლნ დოლარი გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში America's Food Fund. მანამდე კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ამ ფონდის საქმიანობის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს ამერიკელმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ და Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის ქვრივმა, ფილანტროპმა ლორენ პაუელ ჯობსმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე