საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ, სამნიც ვართ, ოცდაათიც ვართ და უფრო მეტიც - მეუფე გერასიმე

საქართველო, თბილისი - 21:50 | 02.04.2020
ნანახია: 613

სად წაიკითეთ სამზე მეტი ადამიანი? - ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე აცხადებს, რომ ეკლესიას საგანგებო მდგომარეობა არ ეხება.

სად წაიკითხეთ სამზე მეტი ადამიანი, რომელ განცხადებაში წერია, რომ სამზე მეტი ადამიანი არ უნდა იყოს. ეს საგანგებო მდგომარეობას ეხება და არა ეკლესიას, მგონი ამაზე მკაფიოდაც იქნა განმარტებული", - აცხადებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას - "ეკლესიას არ ეხება საგანგებო მდგომარეობა?", მეუფე გერასიმე ამგვარად პასუხობს - "თუ ეხება მობრძანდნენ აქა ვართ, სამიც ვართ, ოცდაათიც ვართ და უფრო მეტიც ვართ".

შეგახსენებთ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრი სოციალური დისტანცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე