საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:32 | 02.04.2020
ნანახია: 602

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 131 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5540 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე