კორონავირუსით 69 ექიმი გარდაიცვალა იტალიაში

საქართველო, თბილისი - 15:00 | 02.04.2020
ნანახია: 824

იტალიაში COVID-19-თ ათი ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა.

იტალიის მედიკოსთა პროფკავშირების Anaao-Assomed-ის მონაცემებით, მედიცინის სფეროს დაავადებული თანამშრომლების 20 პროცენტი ექიმია. მედიკოსთა დიდი ნაწილი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 69 ექიმია გარდაცვლილი.

იტალია ვროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 110 574 შემთხვევა, გარდაცვლილია 13 155 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 16 847 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე