ბინიამინ ნეთანიაჰუ კარანტინში მეორედ გადავიდა

საქართველო, თბილისი - 14:01 | 02.04.2020
ნანახია: 863

ისრაელის პრემიერი ბინიამინ ნეთანიაჰუ კარანტინში უკვე მეორედ გადავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორონავირუსი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრ იაკობ ლიცმანს დაუდგინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერი ანა იონათან-ლეუსი ავრცელებს.

კორონავირუსი ჯანდაცვის მინისტრს, 71 წლის ლიცმანსა და მის მეუღელს ცოტა ხნის წინ დაუდგინდათ. ორივე იზოლაციაში იმყოფება.  

პირველად ნეთანიაჰუ კარანტინში 30 მარტიდან 1 აპრილამდე იმყოფებოდა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც COVID-19 ადმინიტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა, იმის მიუხედავად, რომ ნეთანიაჰუს მასთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია. პირველ შემთხვევაში  პრემიერისა და მისი ოჯახის წვერების ტესტირებამ უარყოფითი შედეგი დააფიქსირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე