კორონავირუსი დაუდასტურდა აშშ-ში ქართველ სასულიერო პირს მამა სპირიდონ ნარსიას

საქართველო, თბილისი - 10:26 | 02.04.2020
ნანახია: 740

კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ავრცელებს. მან „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

COVID-19 ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიას გამოუვლინდა. მეუფე საბას განცხადებით, ტესტი თავადაც ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

"მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში. ნიუ-იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა. მინდა გითხრათ, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას," - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

მანამდე COVID-19 დაუდგინდა საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირს, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე