კორონავირუსით თვენახევრის ბავშვი გარდაიცვალა აშშ-ში

საქართველო, თბილისი - 09:31 | 02.04.2020
ნანახია: 804

კორონავირუსის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი გახდა თვენახევრის ბავშვი შეერთებულ შტატებში, - იუწყება კონექტიკუტის შტატის გუბერნატორი ნედ ლემონტი.

 „ღრმა მწუხარებით ვადასტურებთ კონექტიკუტში ჩვილის გარდაცვალების პირველ შემთხვევას, რომელიც COVID-19-ით არის გამოწვეული. 6 კვირის ახალშობილი ჰართფორდის რაიონში, კლინიკაში გასული კვირის ბოლოს, უგონო მდგომარეობაში მოიყვანეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - დაწერა მან მიკრობლოგ  Twitter-ზე.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 216 721-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობა 4 300-ს აჭარბებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე