კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია

საქართველო, თბილისი - 19:53 | 01.04.2020
ნანახია: 463

დადასტურებული პაციენტი გადმოყავთ ახლა ბათუმიდან. ეს არის 10 წლის ბავშვი, -  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დადასტურებული პაციენტი გადმოყავთ ახლა ბათუმიდან. ეს არის 10 წლის ბავშვი. მისი ისტორია ჩემთვის არ არის ცნობილი. მშობელს უარყოფითი აქვს, მარტო ბავშვს აქვს დადებითი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით,  საქართველოში COVID-19-ის 117 შემთხვევაა დადასტურებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე