ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 15:10 | 01.04.2020
ნანახია: 627

ესპანეთში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 100 ათასს გადასცდა, გარდაიცვალა 9 ათასზე მეტი ადამიანი.

გასულ 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 7 700 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობა  1 აპრილისთვის 102 1136-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 864 ადამიანი. გარდაცვლილთა როდენობა  საერთო ჯამში 9 053-ს აღწევს.

მადრიდში გამოვლენელია COVID-19-ის 30 ათასამდე შემთხვევა, გარდაიცვალა 3 865 ადამიანი.

ესპანეთი მსოფლიოში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებით აშშ-სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა, ხოლო მეორეზე, იტალიის შემდეგ, მსხვერპლთა რაოდენობით.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე