ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი მე-14 დღეს გამოჯანმრთელებული ეწერება ბინაზე. ეს გამარჯვებაა - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 14:21 | 01.04.2020
ნანახია: 453

გუშინ გავაკეთე განცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტზე, რომელიც იწვა კლინიკაში. ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებად მინდა, ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი ანამნეზის შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი 97 პროცენტია.

"გუშინ ძალიან ბედნიერი ვიყავით ყველა, რადგან არსებობს ასეთი პაციენტების შეფასების შკალები, რომლის შედეგად 97 პროცენტში ეს პაციენტი უნდა დასრულებულიყო ლეტალობით. მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. ჯანმოს მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით, ორი კვირა გადავა თვითიზოლაციაში და გააგრძელებს ცხოვრებას ისე როგორც ცხოვრობდა მანამდე", - აღნიშნა ლევან რატიანმა და აღნიშნა, რომ ეს კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.

"ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებად მინდა, ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან. ეს რა თქმა უნდა, ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის და იმ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს, რომელსაც ამ ეტაპამდე განიცდის კლინიკა", - განაცხადა ლევან რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე