იტალიაში კორონავირუსს 66 ექიმი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 20:35 | 31.03.2020
ნანახია: 620

იტალიაში ვირუსის გავრცელების დღიდან, კორონავირუსს სულ მცირე 66 ექიმი ემსხვერპლა. იუწყება იტალიის სამედიცინო ასოციაცია.

სამედიცინო ასოციაციის განცხადებით, იტალიაში კორონავირუსით სულ მცირე 8 956 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 101 739 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 11 591 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 14 620.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე