იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 20:44 | 30.03.2020
ნანახია: 587

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, ბოლო ერთ დღეში დაიღუპა 812 ადამიანი და საერთო რიცხვმა 11 591 შეადგინა, - ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

 

ბორელის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 1648 ადამიანი, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „ბოლო 13 დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 3 ათასზე ნაკლები არ ყოფილა. ასე მცირე რაოდენობით ინფიცირებული 10 მარტის შემდეგ არ დარეგისტრირებულა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1590-ით გაიზარდა და 14 620-ს მიაღწია. ეს რეკორდული მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყების დღიდან“, - განაცხადა ბორელიმ.

მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით ანტირეკორდი პარასკევს დაფიქსირდა, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 969 შეადგინა.

ბორელის განცხადებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ იტალიაში 101 700-ს მიაღწია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე