კორონავირუსით ინფიცირებული ახალი ექვსი პაციენტის წყარო ცნობილია - ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 11:02 | 30.03.2020
ნანახია: 477

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი ექვსი პაციენტის წყარო ცნობილია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 მათ ცენტრშია დაფიქსირებული.

„ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინ ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ესენი არიან ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე