ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 18:28 | 27.03.2020
ნანახია: 864

27 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.4842 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 19.46 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6232 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8159 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 19.27 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5096 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0330 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 მარტიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე