შინაგან საქმეთა მინისტრმა დაღუპული პოლიციელების შვილები დაასაჩუქრა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 04.01.2016
ნანახია: 1501

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, 3 იანვარს,  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამინისტროს თანამშრომლებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების შვილები საახალწლო წარმოდგენა „კონკიას“ დაესწრნენ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა მათ შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. შს მინისტრთან შეხვედრას მთელი საქართველოდან დაღუპული პოლიციელების 51 ბავშვი ესწრებოდა.
3, 4 და 5 იანვარს საახალწლო წარმოდგენას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შს სამინისტროს თანამშრომლების 6000-მდე ბავშვი დაესწრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე