ორსული, რომელიც მარნეულელი პაციენტის ნათესავია, საუნივერსიტეტო კლინიკაშია და მასზე ექიმები ზრუნავენ - ჯანდაცვის მინისტრი

საქართველო, თბილისი - 16:53 | 26.03.2020
ნანახია: 262

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსული, რომელიც  მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია, საუნივერსიტეტო კლინიკაშია და მასზე ექიმები ზრუნავენ. აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„დღესდღეობით 79 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ერთ-ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ეს არის ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, დღეს მარნეულში გამოკვლევა მიმართული არის ახლო კონტაქტებსა და ნათესავებზე. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა აქ დაადგინეს „კოვიდის“ ინფექცია და ის გადმოყვანილია ამ ეტაპზე თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმები ზრუნავენ უკვე მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე