ლარი დოლართან მიმართებით 0.82 თეთრით გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 25.03.2020
ნანახია: 881

25 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4576 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.4494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.82 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7370 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7436 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5389 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.1190 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 მარტიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე