მეათე გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 25.03.2020
ნანახია: 228

კორონავირუსისგან კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისის თქმით, მეათე გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ​73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე