დღეს თავისუფლების მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:01 | 31.12.2015
ნანახია: 1857

31 დეკემბრის ღამეს, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი  გაიმართება. „საახალწლო პრომენადბი“ ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს. სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს.თავისუფლების მოედანზე შექმნილ ჯადოსნურ ატმოსფეროს მოცეკვავეები ვალსის ცეკვით გაალამაზებენ.

სტუმრები 2016 წელს ტრადიციული მრავალჟამიერის ფონზე შეეგებებიან.  საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები.   საახალწლო გალა კონცერტის სრული ბიუჯეტი 257,645 ლარია.

კონცერტის პირველი ნაწილი საოპერო მუსიკისა და სადღესასწაულო ვალსების მიმართულებას მოიცავს. სწორედ ამ ორი მიმდინარეობის სინთეზით გვინდა შევქმნათ წინასაახალწლო, ერთგვარი ზღაპეული განწყობა, რომელიც მთელ კონცერტს მთავარ შტრიხად გაჰყვება.

სცენის წინ მოეწყობა საცეკვაო მოედანი, სადაც ულამაზესი სამეჯლისო ნომრები შესრულდება. პროექტისთვის საგანგებოდ შეირჩა სადღესასწაულო არიები ცნობილი ოპერებიდან, ასევე შტრაუსის, სვირიდოვისა და ჩაიკოვსკის შედევრალური ვალსები. ვფიქრობ ეს მუსიკა ამაღლებულ განწყობას შეუქმნის ყველა სტუმარს.

სპეციალურად საახალწლო გალა- კონცერტისთვის კომპოზიტორები არჩილ გიორგობიანი და დავით მალაზონია საახალწლო კომპოზიციებს ქმნიან , რითაც კიდევ უფრო გამდიდრდება ქართული საკომპოზიტორო აქტივი. სწორედ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციებით შევეგებებით ახალ 2016 წელს. კონცერტის ამ განყოფილებით კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება მსმენელს შევახსენოთ, რომ საქართველოში დღსაც არიან უმაღლესი დონის კომპოზიტორები რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ მაღალი სტანდარტის მუსიკა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე