კუმისის ქუჩაზე ახალი დასასვენებელი სკვერი გახსნა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 31.12.2015
ნანახია: 1435

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონში, კუმისის ქუჩა N34-ში  ახალი დასასვენებელი სკვერი გახსნა. ტერიტორიაზე , სადაც სკვერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო,  წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშო გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდა ლითონის უსაფრთხოების ღობეები, განთავსდა სკამები, ნაგვის ურნები, დამონტაჟდა განათებები. სავალი ბილიკები კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გაზაფხულზე სკვერის გამწვანებაც დაიწყება.

„გაზაფხულზე აქ დამატებთ მწვანე ნარგავებს დავრგავთ, კედლები მოიხატება ბავშვების მიერ და ძალიან ლამაზი და საინტერესო სკვერი იქნება.  ასევე მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა გვერდით უბანში და დავპირდი, რომ იქაც  ანალოგიურ სკვერს გავაკეთებთ და ეს უბანი უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება საცხოვრებლად,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სკვერის მოწყობის და დამცავი კედლის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ   62 900 ლარი  შეადგინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე