ნოდარ ჯავახიშვილმა13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახს ახალი წელი მიულოცა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 31.12.2015
ნანახია: 1698

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა  13 ივნისს სტიქიით დაზარალებული ჯიბუტების მრავალშვილიანი  ოჯახს ახალი წელი მიულოცეს.

მინისტრმა ოჯახს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელით, მათთვის საჭირო ნივთები გადასცა და  დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის საჭირო თანხა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის თანამშრომლებმა შეაგროვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე