ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგებელმა 16 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები გადასცა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 30.12.2015
ნანახია: 1574

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბენეფიციარებს კეთილმოწყობილი ახალი საცხოვრებელი სახლები გადასცეს.

ახალაშენებული კეთილმოწყობილი კომფორტაბელური სახლების გასაღებები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედოშერ თოლორაიამ მრავალშვილიანებს, მარტოხელებს, მარჩენალდაკარგულებს, სტიქიის შედეგად დაზარებულებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადასცა.

„საცხოვრებელი სახლები აღჭურვილია მზის გამათბობელით, მოწესრიგებულია სველი წერტილები და დამონტაჟებულია წყალსაქაჩი. 16 ოჯახი ახალ წელს, ახალ საცხოვრებელ სახლში იზეიმებს“, - განაცხადა თოლორაიამ.  

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოჯახის მფლობელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

მისივე განცხადებით,  2016 წელს 70–ი ასეთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება.

სახლების გადაცემის ცერემონიალში მხარის გუბერნატორი ლევან შონია, გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე