თელავში პატრულის ერთი თანამშრომელი დაჭრეს, მეორე კი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 30.12.2015
ნანახია: 2002

თელავში პატრულის თანამშრომელი დაჭრეს, მეორე კი მოკლეს, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე სოციალური ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“თელავში პატრულის მეზობლად მცხოვრები ვინმე მეტრეველი შევარდა შენობაში, ესროლა და დაჭრა გოგონა პატრულის თანამშრომელი, მის დასახმარებლად მისული ახალგაზრდა მამაკაცი პატრული კი მოკლა. თავდამსხმელი დაჭერილია. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ახალი პრემიერ მინისტრისა და შსს მინისტრის აზრით, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის”, - წერს გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე