„ლიბერთი ბანკის“ დიღმის ფილიალზე თავდასხმა მოხდა, წაღებულია თანხა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 02.03.2020
ნანახია: 1098

თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ დიღმის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობის, ჯერ უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, კითხავენ ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარის დროს ბანკში იმყოფებოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 179-ე პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე