საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 28.02.2020
ნანახია: 1069

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავენლის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა.

გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის კარანტინში, ქვეყნის ტერიტორიაზე, 87 ადამიანი იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე