„Inner Circle“ უკვე ბათუმშია

საქართველო, თბილისი - 13:42 | 30.12.2015
ნანახია: 1770

დღეიდან ბათუმში საახალწლო გალა-კონცერტის რეპეტიციები იწყება. ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და ორი გრემის მფლობელი ჯგუფი „Inner Circle“ უკვე ბათუმში იმყოფებიან. ისინი ერთად ემზადებიან გრანდიოზული გალა კონცერტისთვის და რეპეტიციებს გადიან საახლწლო შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად.
31 დეკემებერს ფაიდმანი, ქართული ორკესტრი და კაპელა საოცარ საახალწლო საღამოს პირდება კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, დაუვიწყარი შოუ ელოდება რეგის მოყვარულებსაც ერა მოედანზე. ორ დღიანი შოუ პროგრამა სხვადასხვა ჟანრის მსმენელზეა გათვლილი. 1 იანვარს მსოფლიო ვარსკვლავ ლუ ბეგასთან ერთად ქართველი მომღერლები სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ნუცა ბუზალაძე, ნინი ბადურაშვილი და ნიკო ბერიძე იმღერებენ.
რეპეტიციები დღეს 17:00 საათზე ერას მოედანზე დაიწყება, ხვალ 13:00 საათზე სასტუმრო ჰილტონში უცხოელი შემსრულებლები ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციას გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ გიორა ფაიდმანი ოსკაროსანი ფილმის „შინდლერის სია“ საუნდრეკის თანაავტორი და შემსრულებელია. მას გერმანიის ღირსელის ორდენი მიენიჭა ებრალ და გერმანელ ხალხთა მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. 2015 წლის ოქტომბერში საერთაშორისო რეგისა და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე, ჯგუფს “Inner Circle” გადაეცა ჯილდო ნომინაციაში “ყველაზე გამორჩეული შოუ რეგი-ბენდი”.
გალა კონცერტების შოუ პროგრამის რეჟისორია ლაშა ონიანი, რომლის პორტფოლიოშიც ევროჩემპიონატების გახსნის და დახურვის ცერემონიალები შედის.
31 დეკემბერს და 1 იანვარს ერას მოედანზე გრანდიოზული საახალწო კონცერტი დაიწყება 22:00 საათზე და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტებში მონაწილეობს 400 -ზე მეტი ადამიანი.
აჭარის მთავრობამ გართიანებული ძალებით , განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ტურიზმის დეპარტამენტმა და ქ.ბათუმის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბათუმში გრანდიოზული გალა-კონცერტი დაუვიწყარი იყოს მაყურებლისთვის.
გრანდიოზული გალა კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა აჭარის ტელევიზიითა და ტელეკომპანია მაესტროს ეთერით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე