მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:49 | 19.02.2020
ნანახია: 886

მოვუწოდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგის საკითხზე.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, შეხვდეს ოპოზიციას, როგორც ერთად, ასევე პარტიებს ინდივიდუალურად.

„ჩვენ მოვუწოდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამას მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – აშშ, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კონსენსუსის მიღწევა. თუ ისინი არ დათანხმდებიან და ვერ მიიღწევა კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით. ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო 100/50-ზე, რომელიც არის ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული საკითხები, რომელიც შესათანხმებელია დიალოგის დროს და არა ბრიფინგებითა და ინტერვიუებით. შესაბამისად, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, რომ შეთანხმება იყოს მიღწეული. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას,  ყველას ერთად, მათ წარმომადგენლებს. მზად ვართ, ასევე შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობა აქვთ. ამის პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე