პროკურატურის წარმომადგენლები ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ბავშვთა სახლებს ესტუმრნენ

საქართველო, თბილისი - 13:21 | 30.12.2015
ნანახია: 1644

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთისა და მესტიის რაიონული პროკურატურების თანამშრომლები "SOS ბავშვთასოფელი წალენჯიხის მცირე საოჯახო ტიპის სახლს" და ჩხოროწყუს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ააიპ იმედი -3"-სესტუმრნენ.

პროკურატურების წარმომადგენლებმა "SOS ბავშვთა სოფელი წალენჯიხის მცირე საოჯახო ტიპის სახლს" და ჩხოროწყუს შეზღუდული შესაძლებლობისმქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ააიპ იმედი -3"-ს 27 აღსაზრდელს დამდეგი, ახალი 2016 წელი მიულოცეს და საჩუქრად ნაძვის ხე, საყოფაცხოვრებო ტექნიკა,წიგნები, სასურსათო პროდუქტი, სათამაშოები, სპორტული ინვენტარი, ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები და ტკბილეული გადასცეს.

ბავშვთა დაწესებულებებს, ასევე გადაეცათ  ქსოვილები და კერვისთვის საჭირო ყველა ის ნივთი,  რომელიც  მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს შეისწავლონხელსაქმე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე