ვოლსკის თქმით, „გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილით გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 19.02.2020
ნანახია: 810

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილით გაიმართა. მისი თქმით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა „სოციალ-დემოკრატებთანაც“ გაიმართება.

„გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო. აქ საზოგადოებაა მთავარი, რომელიც გარკვეულ პარტიებს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ეს პარტიები ვალდებული არიან, დასხდნენ და მოილაპარაკონ. ამასთან, არსებობს უპასუხისმგებლო ძალებიც, რაზეც საუბარი არ მაქვს. პოლიტიკურ პარტიათა შორის საუბარი ნიშნავს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას, იმ საზოგადოების, რომელიც ამ პარტიებს უჭერს მხარს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია, 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე