სალომე ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლების გამო

საქართველო, თბილისი - 10:10 | 19.02.2020
ნანახია: 1083

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლების გამო. ამის შესახებ პრეზიდენტი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.

"ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება აღმოსავლეთ უკრაინაში არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევა.

შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით, ვწუხვარ მოვლენების ტრაგიკული განვითარებით და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციას", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 18 თებერვალს, გამთენიისას, დონბასში კრემლის მიერ მხარდაჭერილი შეიერაღებული სეპარატისტები თავს დაესხნენ უკრაინულ პოზიციებს. შეტევას ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე