ყველაზე შესაფერისი, რაც შეიძლება ამ დროს დარბაზში გაჟღერებულიყო, არის საბჭოთა კავშირის ჰიმნი - ნადირაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:32 | 18.02.2020
ნანახია: 834

ყველაზე შესაფერისი, რაც შეიძლება ამ დროს დარბაზში გაჟღერებულიყო, იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნი, - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მიერ დარბაზში სსრკ-ს ჰიმნის ჩართვასთან დაკავშირებით.

„საბჭოთა კავშირის ჰიმნი უნდა ისმოდეს დარბაზში, რადგან ეს არის შესაფერისი იმ საქართველოში, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ. როცა მოლაპარაკების მაგიდიდან ადამიანებს ციხეში აგდებენ, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიციასთან დიალოგი არავის არ უნდა და ცდილობენ, რომ ხელი გადაგვიგრიხონ და ასე მიაღწიონ წარმატებას, ვთვლით, რომ ყველაზე შესაფერისი, რაც შეიძლება ამ დროს დარბაზში გაჟღერებულიყო, იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ შეუშლით, რომ ზარ-ზეიმით ჩაატარონ დღევანდელი სხდომა. ეს ხელს არ შეუშლით, რომ განაგრძონ თავიანთი მავნებლობა, როგორც ამას აკეთებენ.  ჩვენ ველოდებით, რომ პასუხს ამაზე მიიღებენ არჩევნებში - ჩვენ, ნებისმიერი სისტემით, ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე