ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისაგნ 12 ცხენი 75 509 დოლარად იყიდა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 18.02.2020
ნანახია: 955

2019 წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან 12 ცხენი 75 509 დოლარად იყიდა.

Fox News -მა ეს ინფორმაცია რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა. მედიის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, 10 წლის განმავლობაში ფხენიანმა რუსეთისგან 138 ცხენი 580 000 დოლარად იყიდა. Fox News -ის ცნობით, მხოლოდ  2015 წელს, ჩრდილოეთ კორეამ 61 ცხენი 192 20 დოლარად შეიძინა.

2019 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის  ფოტოები გაავრცელა, სადაც თეთრ ცხენზე ამხედრებული კიმ ჩენ ინი პეკქტუსანის მთებში ჯირითობს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია კრძალავს ჩრდილოეთ კორეისთვის ფუფუნების საგნების მიყდვას. შედის თუ არა ამ კატეგორიაში ცხენების ძვირფასი ჯიშები, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე